30 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
საქართველოში აშშ-ის საელჩო კობი ბრაიანტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მსოფლიო კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სამძიმრის ტექსტი საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო შეძრა NBA-ს ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა კალიფორნიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად.

კობი გვემახსოვრება თავისი დიდებული ნიჭისა და შეუდარებელი წვლილისთვის მოედანსა და მის მიღმა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ვიზიარებთ ამ მწუხარებას," - ნათქვამია განცხადებაში.

ლოს-ანჯელესში მომხდარ ავიაკატასტროფას 41 წლის ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი ემსხვერპლა. ის კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა. მასთან ერთად მისი 13 წლის შვილი და კიდევ 7 ადამიანი იმყოფებოდა. ვერც ერთი მათგანი ვერ გადარჩა. ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილზე კობი ბრაიანტის თაყვანისმცემელთა დიდი რაოდენობის გამო საგამოძიებო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. მისივე თქმით, გამოძიებას და დასკვნას, თუ რა გახდა ავარიის მიზეზი, სავარუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება.

ლეგენდარული კალათბურთელი 20 წლის განმავლობაში ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას იცავდა და არაერთი ტიტული აქვს მიღებული.

დღის ამბები