30 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
ქუთაისის აეროპორტში კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრების შემოწმება დაიწყო

თბილისის შემდეგ კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრების შემოწმება დაიწყო ქუთაისის აეროპორტშიც. ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსთან დაკავშირებით გარდაცვლილთა რაოდენობამ იმატა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ჩამოსულ მგზავრებს სიცხეს სპეციალური დისტანციური თერმომეტრით უზომავენ და მათ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ანალოგიური პროცედურები დღეიდან იწყება ბათუმის აეროპორტშიც. თუმცა რამდენად ეფექტური იქნება ეს ღონისძიებები, უცნობია, რადგან ჩინელი და დასავლელი მედიკოსების ინფორმაცმიით, ახალი ვირუსი სიმპტომების გამოვლენამდე ვრცელდება.

"მიღებული გვაქვს დავალება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შევამოწმოთ მგზავრები. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. გვაქვს სათანადო აღჭურვილობა. საქართველო მიიჩნევა დაბალი რისკის ქვეყნად", - განაცხადა რეანიმატოლოგმა თამილა დოლიძემ.

 

 

დღის ამბები