30 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
საპროკურორო საბჭო დღეიდან გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენას იწყებს

საპროკურორო საბჭო დღეიდან გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენას იწყებს. გასაუბრება ყველა პირთან ინდივილუალურად ჩატარდება და პროცესი "ლაივსტრიმით" გადაიცემა.

წინა სხდომაზე საბჭოს წევრებმა კანდიდატებად წარდგენილი 17 პირის დოკუმენტები შეისწავლეს. გამოვლინდა რამდენიმე ხარვეზი, რის გამოც ორ პირს მის გამოსასწორებლად დრო მიეცა, ერთმა კი კანდიდატურა ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ მოხსნა.

გასაუბრების დასრულების შემდგომ, საბჭო კანდიდატებს ფარული წესით უყრის კენჭს.

კანდიდატების ნაწილი შოთაძის ფონზე მათ დისკრიმინაციაზე საუბრობს. ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ შერჩევის პროცესი ობიექტურად წარიმართება.

"არსებობს ხელისუფლების ფავორიტი ბატონი ირაკლი შოთაძე. სახელისუფლებო პარტიიდან, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და ასევე საკანონმდებლო რგოლიდან აკეთებენ განცხადებებს, რომ ის არის უპირობო ლიდერი და დანარჩენ კანდიდატებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში გვაყენებენ.

თუ მოხდა ის,  რომ შოთაძე მოგვევლინა პროკურორად, იარსებებს საფრთხე, რომ პროკურატურა გამოყენებული იქნება პოლიტიკურ ინსტრუმენტად," - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ალექსანდრე კობაიძემ.

"მეც, სხვა კანდიდატებსაც და ასევე შოთაძესაც მგონია აქვს აბსოლუტური ლეგიტიმაცია იმისა, რომ მიიღოს ამ თანამდებობის კონკურსზე მონაწილეობა.

პროკურატურა ვერ იქნება დამოუკიდებელი, თუ თვითონ პროკურორები არ იქნებიან დამოუკიდებლებივ თავიანთ გადაწყვეტილებებში," - აღნიშნა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა პაატა გაბელიამ.

დღის ამბები