30 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
ამერიკელი სენატორის კრიტიკული წერილი გიორგი გახარიას, რომელიც 2019 წლის 19 დეკემბრით თარიღდება

წერილი, რომლის ავტორი როჯერ ვიკერი, ადრესატი კი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაასაჯაროვა. ამერიკელი სენატორი ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავს.

ვიკერი განსაკუთრებულ წუხილს გამოთქვამს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ დაპირება არ შესრულდა.

სენატორი მთავრობას მოუწოდებს, სწრაფად მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელსაც მოქალაქეთა მხარდაჭერა ექნება და ყველასთვის თამაშის თანაბარ წესებს უზრუნველყოფს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიკერი შიდა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობისა და არჩევნების ლეგიტიმაციის შესაძლო შემცირებაზე საუბრობს.

გასაჯაროებულ წერილში ამერიკელი სენატორი უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ცალმხრივ გადაწყვეტილებად აფასებს და ამბობს, რომ ეს რაოდენობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში მითითებულ სტანდარტს ბევრად აღემატება.

ვიკერის წერილს ზოგადი შეფასებით პასუხობს უმრავლესობის წევრი ოთარ დანელია. ის კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

სენატორის წერილი 2019 წლის 19 დეკემბრით თარიღდება. თუმცა ის საჯარო მხოლოდ გუშინ გახდა.

ვიკერის წერილის შინაარსის გაგებამდე კი საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკული შინაარსის გზავნილებით ამერიკელმა კონგრესმენებმაც ღიად მიმართეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები