30 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა.

საუბრისას საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვან მეგობრობას გაესვა ხაზი და გამოითქვა იმედი, რომ კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.

ელჩმა ბიძინა ივანიშვილს საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობებში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადა.

"თბილისში 3 კვირის წინ ჩამოვედი ისრაელის ახალი ელჩის სტატუსით. მინდოდა, პირადად გადამეხადა მადლობა თქვენთვის, როგორც ისრაელის დიდი მეგობრისთვის. ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს თქვენ სტუმრობდით ისრაელს. მადლობა, რომ ხართ საქართველოში ებრაული სათვისტომოს დიდი მეგობარი და მხარს უჭერთ მის საქმიანობას, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ როგორც ისრაელში, ისე საქართველოში," - აღნიშნა რან გიდორმა.

"საოცრად მიყვარს ებრაელი ხალხი და მათთან ვმეგობრობ. ორი კვირის წინ გავაცილეთ ყოფილი ელჩი, რომელთანაც მე ვმეგობრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ელჩიც ისეთივე კარგი იქნება და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენ ისტორიულ მეგობრობას," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 ფოტო: "ქართული ოცნება"

 

დღის ამბები