30 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
ჯოჯოხეთური 46 საათი თურქეთში და ასობით ადამიანი, რომელიც ღამეს თეთრი კარვების ქალაქში ათევს

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - ბიძგები ორი დღეა არ წყდება, თურქეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაბრუნდნენ იმ სახლებში, რომელიც სტიქიამ დააზიანა.

თურქეთის ხელისუფლებას ასობით ადამიანი კარვების ქალაქში ყავს გადაყვანილი, ვითარება საკმაოდ მძიმეა. ადამიანები დაკარგული ახლობლების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ელოდებიან.

ასობით ადამიანი ღამეს თეთრი კარვების ქალაქში ათენებს, მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელ სახლებს დღესაც ტოვებს, რადგან ბიძგები ამ დრომდე გრძელდება და ისინი ცდილობენ, სეისმურ ზონებს გაერიდონ.

ყველაზე მძიმე შედეგი "მუსტაფას მოედანზე" დადგა, რადგან ყველაზე მეტი საცხოვრებელი სახლი სწორედ იქ დაინგრა.

მაშველებს დღის მანძილზე ნანგრევებიდან ადამიანების ხმები ესმოდათ, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები