30 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
"ვაპროტესტებთ საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ტურასავით თავს დაესხნენ ხაბეიშვილს"-მოძრაობა "შეცვალე"

ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა მოძრაობამ "შეცვალე" თბილისის საკრებულოსთან.

პროტესტის მონაწილეებმა მოგვიანებით ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გადაინაცვლეს, სადაც პოლიციელებს საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატების ფოტოები გადასცეს.

ავთანდილ ცინცაძე, ალექსანდრე ხუჯაძე და თარაშ შურღაია - აქციის მონაწილეების თქმით, ეს მმართველი გუნდის ის სახეები არიან, რომლებმაც ოპოზიციონერ დეპუტატზე ჯგუფურად იძალადეს.

ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, ლევან ხაბეიშვილის ცემას აპროტესტებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

"ჩვენ ვაპროტესტებთ საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ტურასავით თავს დაესხნენ ხაბეიშვილს უმრავლესობის წარმომადგენლები,"- განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

"მოძრაობა" შეცვალეს წევრები ითხოვენ, პოლიციამ დაკითხოს ის ადამიანები, ვინც ლევან ხაბეიშვილი სცემა.

ამავე თემაზე
დღის ამბები