30 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ჩინეთში 56 ადამიანი გარდაიცვალა, საგანგებო მდგომარეობაა აეროპორტებში

ჩინეთში ახალი კორონავირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულია ორი ათასამდე ადამიანი, 300-ზე მეტი კი მძიმე მდგომარეობაშია.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსით სავარაუდოდ კიდევ 2700-მდე ადამიანია დაავადებული, თუმცა მათი დიაგნოზი საბოლოოდ ჯერ დადასტურებული არ არის.

ეპიდემიის გამო იზოლაციაში რჩება ქალაქი უხანი, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანების გარდა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. უხანში საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება.

მსოფლიოს აეროპორტებში საგანგებო ზომები მიიღეს და ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს თერმული კამერებით ამოწმებენ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია აცხადებს, რომ იმ ქართველებთან აქვს მუდმივი კომუნიკაცია, რომლებიც ქალაქ უხანში ცხოვრობენ. ელჩის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ემორჩილებიან ყველა არსებულ წესს, რომელიც ქალაქში თავდაცვის მიზნით ვრცელდება.

"ქალაქ უხანში იმყოფება საქართველოს სამი მოქალაქე, მათთან პირადად მაქვს კომუნიკაცია და ისინი კარგად გრძნობენ თავს. მთელი ჩინეთის მასშტაბით მიღებულია შესაბამისი ზომები. ჩვენ მაქსიმალურად ვართ ჩართულები და ვცდილობთ მოვახდინოთ სიტუაციის მონიტორინგი," - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთში არჩილ კალანდიამ.

დღის ამბები