30 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის პროექტის - "დიდი სცენის" მონაწილეები, ბოლო რეპეტიციას გადიან

"რუსთავი 2"-ის პროექტის - "დიდი სცენის" მონაწილეები, ბოლო რეპეტიციას გადიან.

ბოლო დეტალებს განსაკუთრებულ ყურადღებას აუთსაიდერები აქცევენ. მათთვის ეს ორმაგად საპასუხისმგებლოა, რადგან ორიდან ერთ-ერთს კვირას პროექტის დატოვება მოუწევს.

წინა კვირას, კონკურსანტებმა ცნობილი ფილმებიდან სიმღერები შეასრულეს - კინო მუსიკის ტური ზურა მარგიშვილმა დატოვა. ქეთა ჭიჭინაძე კი, წინა კონცერტის მსგავსად ახლაც აუთსაიდერებში მოხვდა. უკვე ორჯერ ხალხის რჩეული ირაკლი კაპანაძე გახდა.

ჟიურის ფავორიტი კი, ომა ფავორი გახდა, რომელმაც მაქსიმალური 40 ქულა დაიმსახურა.

ხვალ დიდ სცენაზე მსოფლიო ჰიტების ტურია. 

კონცერტი ორი აუთსაიდერის შესრულებული სიმღერებით გაიხსნება. მეგაშოუს წესებიდან გამომდინარე, პროექტის დასაწყისშივე გაირკვევა ვინ დარჩება და ვინ დატოვებს"დიდ სცენას", მათ ბედს კი, ტრადიციულად მაყურებელი და შემოსული ზარები გადაწყვეტს. კონცერტის დასასრულს მორიგი ორი ახალი აუთსაიდერი გამოვლინდება.

"რუსთავი 2"-ის მაყურებელი "დიდი სცენის" რიგით მე-4 ლაივ-კონცერტს ხვალ, "კურიერის" დასრულებისთანავე იხილავს.

დღის ამბები