მაშინ, როდესაც სენატში იმპიჩმენტის საქმეზე მსჯელობენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა.
ახალი კვლევის მიხედვით, დონალდ ტრამპის მომხრეთა რაოდენობა 56%-ია, რაც მისი პრეზიდენტობის პერიოდში ისტორიული მაქსიმუმია.
ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობა, 49 პროცენტი ტრამპის იმპიჩმენტის წინააღმდეგია და ამბობს, რომ აუცილებელია მოსმენაზე სხვა მოწმეების გამოძახებაც. გამოკითხვა ამერიკის შეერთებულ შტატებში 20-23 იანვარს ჩატარდა.