30 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

შესაბამისი მიმართვა გახარიამ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.

"თანავუგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს, დაშავებულებსა და მათ ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში საქართველო გვერდში უდგას თურქეთს," - წერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

დღის ამბები