დღეს ჩინური ახალი წელია, თუმცა ზეიმი არ იქნება. ახალი კორონავირუსის გამო პეკინში ღონისძიებები გაუქმდა. ჩინეთისგან განსხვავებით, ახალი წელი იზეიმეს სხვა ქვეყნებში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩინური დიასპორის წარმომადგენლები მიიღო და მათთან ერთად აღნიშნა ახალი წლის შემობრძანება.
საზეიმო ღონისძიებები გაიმართა კუბასა და მექსიკაშიც. ჩინეთში ახალი წელი მოძრავი დღესასწაულია და ზამთრის ბუნიობის შემედგ, მეორე ახალმთვარეობას ემთხვევა. ამჯერად ის 24 იანვრის ღამეს დადგა.