ახმეტაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. სოფელ კასრისწყალის მიმდებარედ ცეცხლსასროლი იარაღიდან 35 წლამდე კაცი მოკლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, საქონლის ერთერთ ფერმაში მოხდა.