30 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ესპანეთში შტორმს 13 ადამიანი ემსახვერპლა

ესპანეთში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 13-ს მიაღწია. მაშველები რამდენიმე დღეა უშედეგოდ ეძებენ 5 დაკარგულ მოქალაქეს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა შტორმით დაზარალებულთა დახმარებისა და ფატალური შედეგების პრევენციის მიზნით საგანგებო სხდომა დანიშნა.

ძლიერი ქარბუქის, წვიმისა და თოვლის შედეგად ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაზიანდა სარკინიგზო გზა, ჩამოინგრა ხიდები, მოძრაობა შეიზღუდა ასობით მაგისტრალზე.

უამინდობის გამო შეჩერებულია სასწავლო პროცესიც. შტორმი "გლორია" ესპანეთში ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.

დღის ამბები