ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაცია შარლ მიშელმა ტვიტერზე გაავრცელა.
მანამდე ბრექსითის შესახებ კანონპროექტს ხელი დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორე მოაწერა.
კანონპროექტმა ახლა უკვე კანონის სტატუსი მიიღო. 29 იანვარს ევროპარლამენტი ამ შეთანხმების განსახილველად და მისი რატიფიკაციისთვის შეიკრიბება.
გაერთიანებული სამეფო ევოკავშირს 31 იანვარს დატოვებს. ბლოკის დატოვებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 2016 წლის ივნისში ჩატარდა. თავდაპირველად, ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დაეტოვებინა, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო იმის გამო, რომ ბრიტანეთის პარლამენტი და მთავრობა ვერ შეთანხმდნენ