30 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
"უცხოეთში გადაფრენა და მედიკამენტების იქ შეძენა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე აქ ყიდვა" - ანა დოლიძე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კვლავ ითხოვს, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები შეისწავლოს და გაარკვიოს, რამდენად აქვს ადგილი მონოპოლიას და ფასების ხელოვნურ ზრდას. დოლიძემ კონკურენციის სააგენტოს ფასების შესწავლის მიზნით რამდენჯერმე უკვე მიმართა, თუმცა უწყებას მონიტორინგის შედეგები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

"ბევრი ჩვენი მოქალაქე დარდობს იმაზე, რომ მას ბევრად უფრო იაფი უჯდება უცხოეთიდან წამლების შემოტანა, თურქეთში გადაფრენა და ჩამოსვლა, ვიდრე საქართველოში წამლების შეძენა. კონკურენციის სააგენტომ სამ დღეში უნდა გვიპასუხოს, მიიღებს თუ არა ამ განაცხადს. ერთ თვეში ჩვენ ვაიძულებთ, რომ დადოს დასკვნა, რადგან ორი წელია რაც გაცხადებულია, რომ წამლების ფასებს შეისწავლის, მაგრამ როგორც თქვენ არ გაგიგიათ მათი დასკვნა, ისე მე არ გამიგია,"- განაცხადა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები