30 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
"გირჩი" საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს

"გირჩი" საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს. ზურაბ ჯაფარიძემ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა იმ სადავო ნორმის გაუქმება მოითხოვა, რომელიც, ჯაფარიძის თქმით, არის არაადამიანური და კონსტიტუციის მე-9 მუხლს ეწინააღმდეგება.

"ჭიათურიდან, სოფელ ფარცხიდან ავთანდილ მეტრეველს კანაფის მოყვანისთვის ემუქრება 6 წლიანი ციხე. მოსამართლე არის ზურაბ ბალავაძე, რომელმაც ერთი კვირის წინ ჩემ თვალწინ ადამიანი იგივე ქმედებისთვის 6 წლით გაუშვა ციხეში. ეს სასჯელი არის სრული სიგიჟე, ჯოჯოხეთი, რომელშიც ვცხოვრობთ. ადამიანებს უშვებენ ციხეში მცენარისთვის რომლის მოხმარება არის ლეგალური, ეს დაახლოებით იგივეა, მოიყვანო კიტრი და ამისთვის გაგიშვან 6 წლით ციხეში,"-ამბობს ზურა გირჩი ჯაფარიძე

დღის ამბები