30 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ე.წ დეპუტატები ლევან ხაბეიშვილს ჯგუფურად ტურებივით დაესხნენ თავს - გრიგოლ ვაშაძე

"ე.წ დეპუტატები ლევან ხაბეიშვილს ტურებივით დაესხნენ თავს" - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ,  ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას ქუთაისში გააკეთა.

"დღეს ე.წ. ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი კრიმინალური ბუნება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს ე.წ. დეპუტატები ჯგუფურად ტურებივით დაესხნენ თავს. წაქცეულს უმოწყალოდ ცემეს და მერე ქუჩურად განცხადებები გააკეთეს და თქვეს, ის მიიღო, რასაც იმსახურებდაო. 

კიდევ ერთხელ დაინახა ყველამ,  რომ ამ ე.წ. "ქართული  ოცნების" ხელისუფლებაში გაჩერება არ შეიძლება. ყველამ, მათ შორის, ჩვენმა მოკავშირეებმა კარგად დაინახეს მათი სახე.  მათ არ შეუძლიათ პრობლემების მოგვარება, ამ არჩევნებს აუცილებლად წააგებთ და რაც მეტ ძალადობას ჩაიდენთ, ყველა დაინახავს, რომ არა თუ ხელისუფლებაში ყოფნას არ იმსახურებთ, არამედ არ იმსახურებთ, საქართველოს მოქალაქის სახელი ატაროთ,"- განაცხადა  გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები