30 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ბეჟან გუნავა დააკავეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

"პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ბეჟან გუნავა დააკავეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინციდენტი ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. გუნავას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორ მუხლს, დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებიან. დაკავების შემდეგ, ბეჟან გუნავა შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

"კურიერის“ ინფორმაციით, ბეჟან გუნავას, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მეორე ავტომობილის მძღოლთან შელაპარაკება მოუხდა, მოგვიანებით კი ასევე შელაპარაკება მოუხდა ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟის  თანამშრომლებთან. ამის შემდეგ, ის პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა.

"დამაკავეს ძალიან უწყინარ სიტუაციაში. ეტყობა ვიღაც მაღალჩინოსნის მეუღლეა, რომელიც მოძრაობდა "ლენდ კრუიზერით", დაახლოებით 200 ათასი ლარის ღირებულების. მანქანას ნაკაწრი არ აქვს და ამტკიცებს, რომ მე შევეჯახე. შემდეგ პატრული მიმტკიცებდა, რომ მანქანას ეტყობოდა შეჯახების ნიშნები. აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში, ჩემთვის გაუგებრად დამაკავეს. მოვიდა სასწრაფო დახმარება, გამიზომეს წნევა და 190/120-ზე მქონდა, მიუხედავად ამისა, მაინც არ მომხსნეს ბორკილები, მანამ, სანამ არ დაარწმუნა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, რომ აუცილებლად ვიყავი საავადმყოფოში გადასაყვანი. რატომღაც, მთელი პოლიცია თავისი ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსთან, დათო გადელიასთან  ერთად ემორჩილებოდა ამ ქალბატონის მითითებებს,“ - განაცხადა ბეჟან გუნავამ. 

 

 

 

 

 

დღის ამბები