30 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
არშემდგარი ქუჩის ბიჭები ხართ, დედათქვენებს რას ვერჩით, თორემ სათითაოდ ხართ მოსაკითხი ყველა - გიგი უგულავა საკრებულოს წევრებს

​დღეს, საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საუბრობენ. 

"ყველამ დაუყონებლივ უნდა დატოვოს თავიანთი ადგილები. მათი ადგილი საკრებულოში არ არის. ასევე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა დააკავონ ეს ადამიანები. 

ამ ყველაფერში დამნაშავე არის პარლამენტი, მთავრობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი, როგორც ქვეყანაში კრიმინალური ვითარების წამახალისებელი. ასევე, კორცხელში დაუსჯელი ადამიანებისა და მათი მფარველების ბრალია ის, რაც დღეს ხდება," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის, რაც დღეს მოხდა, იყო რევანში ხაბეიშვილზე, რომელიც ყოველდღიურად ამხელს მათ.

"საკრებულოს არ ჰყავს წევრები, თბილისს მხოლოდ თაღლითები, ქურდები და კურუმპირებული ადამიანები  ჰყავს. ისინი კალაძის თაოსნობით მიმჯდრები არიან ბიუჯეტს და ხალხის ფულს ჭამენ. ხალხი ღარიბდება ისინი კი მდიდრდებიან. ის, რაც დღეს მოხდა, იყო რევანში ხაბეიშვილზე, რომელიც ყოველდღიურად ამხელს მათ," - განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. 

საკრებულოში მომხდართან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელები, "ჩვეულებრივი არშემდგარი ქუჩის ბიჭები არიან".

"ყველას, ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა მინდა ვუთხრა, რომ ისინი არ არიან საკრებულოს დეპუტატები, ისინი ნაგვები არიან. თითოეული ის ტურა, რომელიც 10-1-ზე ჩხუბობს, ფურთხისა და გინების ღირსია. დედათქვენებს მართლა რას ვერჩით, თორემ სათითაოდ ხართ მოსაკითხები ყველა. ისინი ჩვეულებრივი არშემდგარი ქუჩის ბიჭები არიან, რამდენიმე მათგანი კი პირდაპირ კალაძის შნირია. ამით მათ დაადასტურეს, რომ ყველაფერი, რასაც ლევან ხაბეიშვილი საუბრობდა, სიმართლეა," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები