30 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
ხმაური საქალაქო სასამართლოში - სარალიძემ მიხეილ კალანდიას დაცვის მხარეს გარდაცვლილი შვილის ფოტოები შეაყარა

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში - ზაზა სარალიძემ მიმდინარე პროცესზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას დაცვის მხარეს გარდაცვლილი შვილის ფოტოები შეაყარა და სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა.

"სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა მე მომიკლა შთამომავალი, რომ იცოდეთ," - თქვა სასამართლო პროცესზე ზაზა სარალიძემ.

"ვინ ხარ შენ კაცო გაეთრიე აქედან" - უპასუხა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

ზაზა სარალიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანამდე ის არც ერთ პროცესს აღარ დაესწრება. 

ზაზა სარალიძემ სასამართლო პროცესის დაწყების წინ, სიტყვით გამოსვლა ითხოვა, თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

დღის ამბები