30 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
ფიგურულ სრიალში მორის ყვითელაშვილმა, ავსტრიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მორის ყვითელაშვილმა ფიგურულ სრიალში, ავსტრიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

24 წლის ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალ პროგრამაში 163.94 ქულა დაიმსახურა. ჯამში კი, 246.71 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, რაც ისტორიული შედეგია.

ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილის შემდეგ ქართველ მოციგურავეს მედალი არ მოუპოვებია.

დღის ამბები