30 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა "ბრექსიტის" შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ "ბრექსიტის" შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა.

კანონპროექტმა ახლა უკვე კანონის სტატუსი მიიღო. შესაბამისად, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს. შეთანხმებას ხელი ევროკავშირის ლიდერებმაც უნდა მოაწერონ.

ბლოკის დატოვებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 2016 წლის ივნისში ჩატარდა. თავდაპირველად, ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დაეტოვებინა, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო იმის გამო, რომ ბრიტანეთის პარლამენტი და მთავრობა ვერ შეთანხმდნენ.

დღის ამბები