30 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
ბევრი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი - პრემიერმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტი შეაჯამა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტი პრემიერმა შეაჯამა. საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ოკუპაციის პრობლემა - გიორგი გახარიას თქმით, ეს ის თემებია რაზეც დავოსში ყურადღება გამახვილდა.

პრემიერის თქმით, საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, თუმცა მანამდე ბევრი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. მისივე თქმით, ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას და მის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ, რაც უმნიშვნელოვანესია.

"მნიშვნელოვანი გახლდათ შეხვედრები ჩვენს პოლიტიკურ კოლეგებთან, განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებთან ევროპიდან, სადაც ჩვენ განვიხილეთ, როგორც საქართველოს ევროპული პერსპექტივები, ასევე მიმდინარე პრობლემები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რაც შეეხება ოკუპაციას და იმ მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ჩვენ გვაქვს საოკუპაციო ხაზზე. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ,  ჩვენ ყველანი ერთად ვხვდებით, რომ საქართველო უნდა გახდეს და გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, თუმცა ჩვენ ბევრი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები