ესპანეთში შტორმ "გლორიას" გამო დაღუპულთა რიცხვმა 13-ს მიაღწია. მაშველები რამდენიმე დღეა 5 დაკარგულ მოქალაქეს უშედეგოდ ეძებენ.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა შტორმით დაზარალებულთა დახმარებისა და ფატალური შედეგების პრევენციის მიზნით საგანგებო სხდომა დანიშნა. ძლიერი ქარბუქის, წვიმისა და თოვლის შედეგად ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაზიანდა სარკინიგზო გზა, ჩამოინგრა ხიდები, ასობით მაგისტრალზე კი მოძრაობა შეიზღუდა. უამინდობის გამო შეჩერებულია სასწავლო პროცესიც.
შტორმი "გლორია" ესპანეთში ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.