30 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
სუიციდის, აზარტული თამაშების და ნარკომანიის პრევენციასთან დაკავშირებით სპეციალისტებმა შეხვედრა გამართეს

სუიციდის, აზარტული თამაშების და ნარკომანიის პრევენცია - დღეს ამ თემებზე სპეციალისტებმა იმსჯელეს. შეხვედრაზე, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები, ფსიქოლოგები და იურისტები ესწრებოდნენ გაზრდილი სტატისტიკისა და ფატალურად დასრულებულ გახშირებულ შემთხვევებზეც ისაუბრეს. სტრატეგიის ანალიზის ცენტრში გამართულ პირველ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებიც დასახეს.

"ეს არის ფაქტობრივად საქართველოს მომავალი თაობის სიჯანსაღისთვის და გადარჩენისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იმედი გვაქვს რომ შემოგვიერთდებიან სხვა ორგანიზაციებიც და გააერთიანებს ამ სფეროში დაგროვილ უზარმაზარ პროფესიულ გამოცდილებას და რაც მთავარია მშობლების ენერგიას იმისათვის,რომ გადავარჩინოთ მომავალი, ჩვენი შვილების თაობა," - განაცხადა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ.

მნიშვნელოვნად აფასებს გამართულ შეხვედრას ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა:

"შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი, იმიტომ რომ გამოიკვეთა მიმართულებები და ის პრობლემები რომელზეც არის სამუშაო და დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები და სტრატეგია,"- აცხადებს მარინა კაჭარავა.   

დღის ამბები