30 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი იზრდება - ფინანსური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 500 მილიონით განისაზღვრა

თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი იზრდება. მიმდინარე წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 500 მილიონით განისაზღვრა. ამ საკითხზე დღეს, საკრებულოში პრესკონფერენცია გაიმართა. 

"ჩვენ რასაც ველოდით ბიუჯეტში იმაზე მეტი შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა და ეს ბიუჯეტზეც აისახა. მეორე ნაწილი გახლავთ იბიარდის სესხი, აღსანიშნავია, რომ 80 მილიონი ევროს სესხს იღებს თბილისის მუნიციპალიტეტი იმისათვის, რომ ქალაქში დამატებითი ავტობუსები შემოვიყვანოთ," - განაცხადა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

მმართველი გუნდის დეპუტატის ირაკლი ზარქუას განმარტებით კი, თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ჯანდაცვის პროგრამებს მოხმარდება.

"ჩვენ ბიუჯეტი დავამტკიცეთ მილიარდ 21 მილიონი, თუმცა იქ არ იყო ასახული ის ნაშთი, რომელიც 2019 წელს გადმოდიოდა. მეტობით შემოსული თანხა კი ბუნებრივია, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტში გადადის და უახლოეს საკრებულოს სხდომაზე აისახება," - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები