30 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
პროკურატურა საპროცესო შეთანხმებებით სამოხელეო დანაშაულის გამოვლენის თავიდან არიდებას ცდილობს - სარალიძის ადვოკატი

ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე არ გამორიცხავს, რომ საპროცესო შეთანხმება ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებულ მიხეილ კალანდიასაც გაუფორმდეს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამ გზით პროკურატურა სამოხელეო დანაშაულის თავიდან აცილებას ცდილობს. 

"ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეში მსჯავრდებულ პირებს უფორმდებათ საპროცესო შეთანხმება. როგორ ფიქრობთ, დაზარალებული მხარისთვის ეს მარტივი შესაგუებელია? გამორიცხული არ არის, რომ იმ ბრალდებულსაც, რომლის სასამართლო პროცესიც დღეს იმართებოდა, გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება. პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს, თავიდან აირიდოს სამოხელეო დანაშაული, რომელიც პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ მეორე მსჯავრდებული, რომლის საქმეც სწორედ უზენაეს სასამართლოშია, მასაც მიაცემინონ აღიარებითი ჩვენება სარალიძის ნაწილში და მაშინ მოიხსნიან სამოხელეო დანაშაულს,"-განაცხადა ლონდარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესის მიმდინარეობისას მოხდა ინციდენტი, რა დროსაც მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და ბრალდებული მიხეილ კალანდიას მამა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები