30 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილის საქმე - სასამართლოში საქმის გამომძიებელი და სამართალდამცველი დაიკითხა

საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე ორი მოწმე, საქმის გამომძიებელი და სამართალდამცველი დაიკითხა. მათი ჩვენებით 20 ივნისს პარლამენტთან ღამით მიმდინარე აქციაზე ოქრუაშვილი 30-40 კაციან ჯგუფს ჭიჭინაძის ქუჩიდან წინ მიუძღოდა და პარლამენტში შესვლას ითხოვდა.

"მოწმის მიერ მიცემული ინფორმაცია ეხებოდა ირაკლი ოქრუაშვილის მისვლას პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე. მან განმარტა, რომ მასთან ერთად პარლამენტში შესვლას ითხოვდა დაახლოებით 30-40 კაცი, რომელსაც წინ უძღოდა ირაკლი ოქრუაშვილი,“ - აცხადებს პროკურორი, გიორგი მუკბანიანი.

დაცვის მხარე განმარტავს, რომ მოწმეების განცხადებები აბსურდულია.

"დაიკითხა 2 მოწმე, რომლებმაც ისევე, როგორც წინა მოწმეებმა, ვერაფერი დაადასტურეს. ერთი იყო გამომძიებელი, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, ზებუნებრივი ძალა აქვს და ერთ დროს შეუძლია ორი ადამიანის დაკითხვა ერთდროულად, ერთსა და იმავე დროს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

 

 

 

დღის ამბები