30 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
კონგრესმენების წერილი, შესაძლოა, საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკის შეცვლის საფუძველი გახდეს - ბაქრაძე

"კონგრესის ქვედა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ორი თანათავმჯდომარის წერილი რეალურად შეიძლება გახდეს ის საფუძველი, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს მიმართ ამერიკული პოლიტიკის შეცვლამდე,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით. 

ბაქრაძის თქმით, ამ წერილების უგულებელყოფით "ქართული ოცნება" მზად არის, პარტიულ ინტერესებს ქვეყანა გადააყოლოს. 

"როდესაც საქართველოს ხელისუფლება და "ქართული ოცნება" ცდილობს ამ წერილის უგულებელყოფას და უბრალო არითმეტიკამდე დაყვანას, რომ რას ნიშნავს, ან რას ცვლის 4 კონგრესმენის აზრი, ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" მზადაა, საკუთარი პარტიული ინტერესისთვის, საკუთარი სკამებისთვის მთელი საქართველო გადაიყოლოს იმ უფსკრულში, რომელშიც ის, როგორც პარტია, უკვე დიდი ხანია მიექანება,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ოთხმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის Facebook გვერდზე გუშინ, 22 იანვარს, განთავსდა.

ამასთან, კონგრესმენების წერილს ჯო ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და აღიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს. 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები