საფრანგეთის პრეზიდენტი სკანდალში გაეხვა. ემანუელ მაკრონი ისრაელში პოლიციელებს დაუპირისპირდა.
ინციდენტი იერუსალიმში მდებარე წმინდა ანას ეკლესიაში მოხდა, რომელიც საფრანგეთს ეკუთვნის. მაკრონმა პოლიციელებს ტაძრის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ტაძარში პოლიცია მასზე ადრე შევიდა.
დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა.