ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულია 600-მდე ადამიანი. ქალაქ უხანში, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა, მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. დროებით გაუქმდა ავიარეისებიც.
მსოფლიო ჯანდაცვის კომიტეტი დღეს გადაწყვეტს, გამოაცხადოს თუ არა ჩინეთში საგანგებო სიტუაცია კორონავირუსის გავრცელების გამო.