30 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
პრემიერი დავოსში ვიზიტს განაგრძობს - მსხვილ კომპანიებთან შეხვედრები კონკრეტული შედეგებით დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტს განაგრძობს. გიორგი გახარიასა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრები კონკრეტული შედეგით დასრულდა.

კომპანია ENEL-ი ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში სპეციალურ ჯგუფს აგზავნის. გადაწყვეტილება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვედრისას მიიღო.

გიორგი გახარია Siemens Energy-ის წარმომადგენელსაც ესაუბრა, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება.

კომპანია Siemens Energy-ის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ სენის განცხადებით, სურს იყოს საქართველოს პარტნიორი სხვადასხვა მიმართულებით.

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, რადგან საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზეა განთავსებული. სიმენსს სურს იყოს საქართველოს პარტნიორი," - განაცხადა მაიკლ სენიმ.

"ყველასათვის საინტერესოა ის ხედვა, რაც საქართველოს-პრემიერ მინისტრს გააჩნია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპა და ევროკავშირი არის მეტი შესაძლებლობა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის," - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები