30 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.

ქეთევან ციხელაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე, ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა მწვავე საკითხი განიხილეს.

"შეხვედრაზე ძალიან ფართოდ ვისაუბრეთ მიმდინარე რუსულ ოკუპაციასა და ბორდერიზაციის ძალიან შემაშფოთებელ ეპიზოდებზე, ადამიანების უკანონო დაკავებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა პრაქტიკაზე, ახალგორში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასაც დაესწრო.

დღის ამბები