30 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
"პროცესს, რომელიც გაგრძელდა გამართლება არ აქვს" - მეუფე ანდრია გვაზავა გუგუტიანთკარში

სოფელ გუგუტიანთკარში დღეს რუსი სამხედროები აღარ გამოჩენილან. სოფელში, სადაც 2 დღის წინ საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ინსტალაციები აღმართა დღეს მეუფე ანდრია გვაზავა შევიდა.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა პარაკლისი აღავლინა და მოსახლეობას შეხვდა.

მეუფე ანდრია გვაზავა ოკუპანტების მიერ ბოძების აღმართვას გმობს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება ჰქონდეს.

"პროცესს, რომელიც გაგრძელდა გამართლება არ აქვს და ხაზს უსვამს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სოფლის ტერიტორიაზე არ მოხდეს ამ ხაზის გავლება და მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები. ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული," - განაცხადა მეუფე ანდრია გვაზავამ.

შეგახსენებთ, 6 თვიანი პაუზის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ორი დღის წინ რკინის ინსტალაციების დამონტაჟება დაიწყეს.

დღის ამბები