30 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
პატარა ალექსის დასახმარებლად ​საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში საქველმოქმედო გამოფენა იმართება

პატარა ალექსის დასახმარებლად, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში საქველმოქმედო გამოფენა მიმდინარეობს.

"კადრს მიღმა" - ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომლის გარშემო ჟურნალისტები, ოპერატორები და სპეციალური დაცვის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები გაერთიანდნენ. გამოტანილია სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები. 

"რადგან ჟურნალისტები და ოპერატორები ერთი ოჯახის წევრები ვართ, შევიკრიბეთ და გამოფენა გავაკეთეთ. ნამუშევრებით წარმოდგენილი ვართ 4 არტისტი და პატარა ალექსი პატურაშვილს ვეხმარებით, ეს გახლავთ ჩვენი, მედიის გვერდში დგომის გამოხატულება," - განაცხადა ოპერატორმა ბექა მშვილდაძემ.

შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის ანგარიშზე. 

"გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა გამოფენა, რომლის მიზანიც არის, ჩვენს კოლეგის, ბექა პატურაშვილის შვილის დახმარება. გვინდა შემოსული თანხით გადავარჩინოთ პატარა ალექსანდრე, ძალიან კარგი იქნება თუ მობრძანდებით, შეიძენთ მშვენიერ ნამუშევრებს და ამით კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენთ,"- განაცხადა ოპერატორმა რეზი ცირეკიძემ.

შეგახსენებთ, პატარა ალექსი მძიმე დაავადებას ებრძვის და მკურნალობა საზღვარგარეთ სჭირდება.

დღის ამბები