30 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ომბუდსმენი ციხის მონიტორინგის კადრების გამოყენების საკითხზე პერსონალური მონაცემების დაცვის სახელმწიფო სამსახურს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი თეა წულუკიანის მიერ ციხის მონიტორინგის კადრების გამოყენების საკითხზე, პერსონალური მონაცემების დაცვის სახელმწიფო სამსახურს მიმართავს. 

ომბუდსმენი მზად არის გამოძიების დაწყების შემთხვევაში პროკურატურასთან ითანამშრომლოს. ნინო ლომჯარია პარლამენტში გამართულ ხმაურიან მოსმენას და იუსტიციის მინისტრთან შორის მწვავე დებატებს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"ჩვენ მივმართავთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, სახელმწიფო ინსპექტორს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს აღნიშნული ჩანაწერების უკანონო გასაჯაროება.

ჩვენი ინტერესი ეს არის - ინფორმატორის და პატიმრის უსაფრთხოების დაცვა, შესაბამისად ამ რისკების გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა დოზით და რა სიღრმეში შეგვიძლია შევიდეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით პროკურატურასთან კომუნიკაციაში. ის საკითხები, რაზეც ანგარიშში ვსაუბრობთ ნამდვილად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს," - აცხადებს ნინო ლომჯარია.

10 არასამთავრობო ორგანიზაცია თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. სამოქალაქო სექტორი შეშფოთებულია და ამბობს, რომ ამის მიზეზი წულუკიანის მხრიდან ომბუდსმენის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროება და ექსპერტის არაკონსტრუქციული კრიტიკაა.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ მინისტრმა წულუკიანმა დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი პრინციპები, რაც ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

დღის ამბები