30 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
"ვწუხვართ, რომ გასულ წელს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ მოახერხა" - ლიეტუვას პრეზიდენტი საქართველოზე

საქართველოში საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩაგდება ლიეტუვას პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო. გიტანას ნაუსედასმა თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. 

"ვწუხვართ, რომ გასულ წელს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ მოახერხა, რაც ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებდა. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მიაღწიონ კონსენსუსს და არ მისცენ გარე ძალებს საშუალება, რომ ოპოზიციასა და მთავრობას შორის უთანხმოება საქართველოსა და რეგიონში არასტაბილური სიტუაციის შესაქმნელად გამოიყენონ," - ლიეტუვას პრეზიდენტის განცხადება მისივე პრესსამსახურმა გაავრცელა. 

დღის ამბები