30 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ველოდები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს - სტეფ ბლოკი 2020-ის არჩევნებზე

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების იმედს გამოთქვამს. ამის შესახებ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სტეფ ბლოკმა განაცხადა. 

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები რეფორმების განხორციელების გზაზე, საქართველოს მოკავშირედ რჩება. 

"რეფორმების გატარების მხრივ, საქართველო რეგიონში მაგალითად იქცა. ეს კი ცხადია, ჩვენს მოლოდინებს ზრდის, რომ საქართველო შეძლებს მიღწეული სტანდარტების შენარჩუნებას. ველი, რომ წელს ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, ამ პირობებში მხარეების ჩართულობასა და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობას. ეს გააძლიერებს როგორც საქართველოს დემოკრატიას, ასევე ქართველ ერს. საქართველოში ბევრი პროექტისა და რეფორმის გატარება დღის წესრიგშია. თქვენი ძალისხმევა რეფორმების გატარების მხრივ არის მნიშვნელოვანი მაშინ, როცა ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით რთული მდგომარეობის წინაშეა. ნიდერლანდები რეფორმების გზაზე თქვენს მოკავშირედ რჩება,“ - განაცხადა სტეფ ბლოკმა.

დღის ამბები