კორონავირუსმა უკვე 9 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, დაავადებულთა რაოდენობა 440-ს აჭარბებს. ექიმები ვარაუდობენ, რომ ვირუსმა, შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და კიდევ უფრო მეტად გავრცელდეს, თუმცა მუტაციის შესახებ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.
პნევმონიის გამომწვევი ვირუსი პირველად დეკემბერში ჩინეთში გავრცელდა. ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის გარდა, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიოაშიც. CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლეტალური ვირუსის შემთხვევა აშშ-იც დაადასტურეს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში მგზავრების შემოწმება დაიწყეს. ჩრდილოეთ კორეამ კი უცხოელი ტურისტების მიღება დროებით შეაჩერა.