30 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
დასავლეთის მორიგი კრიტიკა ხელისუფლებას - 4-მა ამერიკელმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა

დასავლეთის მორიგი კრიტიკა საქართველოს მიმართ - 4-მა ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს პრემიერს წერილი გაუგზავნა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, ადამ კინზინგერის ინფორმაციით, გახარიასთვის გაგზავნილ წერილში მასთან ერთად ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ.

კონგრესმენების განცხადებით, აღნიშნული ფაქტორები საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლაში პრობლემას უქმნის.

გიორგი გახარიას წერილი ამერიკელმა კონგრესმენებმა ერთი თვის წინაც მისწერეს. მასში ხელისუფლებას პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდების გამო აკრიტიკებდნენ. 

დღის ამბები