კორონავირუსის შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა. CNN-ის ინფორმაციით, დაავადება
დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში ჩინეთიდან დაბრუნდა.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის აეროპორტებში ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.
პაციენტის ვინაობა არ სახელდება, ის ვაშინგტონში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მამაკაცი აშშ-ში 15 იანვარს დაბრუნდა - ვიდრე აეროპორტებში მგზავრების შემოწმებას დაიწყებდნენ. მან სამედიცინო დაწესებულებას გრიპის მსგავსი სიმპტომებით 19 იანვარს მიმართა.