30 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ხვალ საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

ხვალ საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს - ამის შესახებ განცხადებას თავად საბჭო ავრცელებს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატურების წარსადგენად გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, სხდომა პირველად გაიმართება.

საპროკურორო საბჭო შეამოწმებს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილი 17 პირის დოკუმენტების სისრულეს. ასევე, იმსჯელებენ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის წესზე.

საპროკურორო საბჭო სამი შერჩეული კანდიდატიდან ერთს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს, რომელმაც სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდა აირჩიოს საქართველოს გენერალური პროკურორი. თუ კანდიდატმა ვერ მიიღო დეპუტატების ხმების საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით უკვე სხვა კანდიდატურას შეარჩევს.

დღის ამბები