30 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა

უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შეზღუდვები დაწესდა  საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზეც, კერძოდ, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღის ამბები