30 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
თანამშრომლობა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში - პრემიერ-მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა. ორი ქვეყნის მეთაურებმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე ისაუბრეს.

გიორგი გახარია ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. გიორგი გახარიას შეფასებით, EBRD საქართველოს განვითარების დღის წესრიგის ძლიერი მხარდამჭერია. 

"წელს პრემიერს გამორჩეულად დატვირთული გრაფიკი აქვს. დაგეგმილია 30-მდე შეხვედრა, რომელიც გულისხმობს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ხასიათის შეხვედრებს. იქნება დისკუსიები, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და ეს დისკუსიები დაეთმობა ევროპის სამომავლო ეკონომიკურ გაძლიერებასა და უსაფრთხოებას," - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში ორმხრივ პოლიტიკურ შეხვედრებს გამართავს, ასევე გაიმართება მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებთან.

დღის ამბები