30 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
თბილისს 40 ახალი ავტობუსი შეემატა - "ისუზუს" მარკის ავტომობილები 8 მარშრუტზე გადანაწილდება

თბილისს კიდევ 40 ახალი ავტობუსი შეემატა. "ისუზუს" მარკის ავტომობილები 8 მარშრუტზე გადანაწილდება.

დღეს, ავტობუსები თბილისის მერმა დაათვალიერა. გასულ წელს "სატრანსპორტო კომპანიამ" მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში სულ 310 ახალი ავტომობილი შემოიყვანა.

"დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და განახლება. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

გვეყოლება დამატებითი ავტობუსები, იმისათვის, რომ ის პრობლემები, რომელიც კონკრეტულ რაიონებში გვაქვს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს ან დიდხანს გვიწევს დალოდება, ყველა ეს პრობლემა მოგვარდება," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორის განცხადებით, მარშრუტები რელიეფის სირთულისა და მგზავრთა ნაკადის სიდიდის მიხედვით არის შერჩეული.

"ეს ავტობუსები ეტაპობრივად ანაცვლებს ე.წ ყვითელ ავტობუსებს. მარშრუტები შერჩეულია რელიეფის სირთულისა და მგზავრთა ნაკადის სიდიდის მიხედვით," - აღნიშნა შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი შარკოვმა.

დღის ამბები