30 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შეზღუდვის აზრს ვერ ხედავს

აღდგება თუ არა ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის - ამ თემაზე აბაშიძე კარასინის ფორმატში იმსჯელებენ. მანამდე კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ფრენების შეზღუდვის აზრს ვერ ხედავს.

"რუსი ტურისტები ჩამოდიან სხვადასხვა გზით, სახმელეთო მიმოსვლით, ან არაპირდაპირი გზებით. მათ, მართალია, ჩამოსვლა გაურთულდათ, მაგრამ მაინც ჩამოდიან. ეს კი ნიშნავს, რომ მიზეზი, რის გამოც მოხდა ეს აკრძალვა, აღარ არის დღის წესრიგში, რადგან თავად რუსი ტურისტები ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა. ამიტომ, მე ამ შეზღუდვის შენარჩუნების ვერანაირ რაციონალურ მიზეზს ვერ ვხედავ," - განაცხადა ნათია თურნავამ. 

დღის ამბები