30 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
"აუცილებელია, დაცული იყოს ადამიანის თავისუფალი გადაადგილების უფლება"- გაეროს ელჩი საქართველოში

ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა იყოს დაცული გადაადგილების უფლება - ამის შესახებ განცხადებას გაეროს ელჩი საქართველოში ლუიზა ვინტონი აკეთებს.

მისივე თქმით გაერო პროცესში ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატით არის ჩართული. უმთავრესი პრობლემა  ვინტონის თქმით ადამიანის უფლებების დარღვევაა.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამ პროცესში გაერო ჩართულია. ჩვენი ძირითადი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა. აუცილებელია, დაცული იყოს ადამიანის თავისუფალი გადაადგილების უფლება და ჯანდაცვის სერვისის სრულად უზრუნველყოფა. ჩვენ ვმუშაობთ ჟენევის ფორმატში ამ საკითხებზე," - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

დღის ამბები