მექსიკამ ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმავალი მიგრანტების ნაკადი შეაჩერა.
თავშესაფრის მაძიებელი ასობით გვატემალელი, მექსიკის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებმა დააკავა.
მანამდე თეთრი სახლის ლიდერი, მექსიკას სანქციების დაწესებით დაემუქრა. ტრამპის განცხადებით, შესაბამის ზომებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ქვეყანაში არალეგალები მექსიკის გავლით შესვლას არ შეწყვეტენ.