შტორმი ესპანეთში. სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის 30 პროვინციაში მესამე დღეა ძლიერი ქარბუქი, თოვლი და ჰაერის დაბალი ტემპერატურაა.
ვალენსიაში ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ 8 მეტრს მიაღწია.
უამინდობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა 100-ზე მეტ სკოლაში. შეზღუდულია საავტომობილო გადაადგილება. მუშაობა შეაჩერა ალიკანტეს აეროპორტმაც, რის გამოც 200-მდე ავიარეისი გაუქმდა.
სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ შტორმი "გლორია" კიდევ გაძლიერდეს.